„ქართველი პოეტები და გაზაფხული“ - ახალციხის N5 საჯარო სკოლაში კლასის საათი ჩატარდა
04-05-2021

„ქართველი პოეტები და გაზაფხული“ - ახალციხის N5 საჯარო სკოლის IV კლასის დამრიგებელმა ციალა ასპანიძემ კლასის საათი პოეზიას მიუძღვნა და ამ აქტივობით გაზაფხულის დადგომა აღნიშნა.

„წელს გაზაფხულმა დაიგვიანა, თუმცა  მზის სხივებმა დედამიწა უკვე გაათბო და მინდორი მოქარგა. ზოგან მწვანედ ახასხასდა ჯეჯილი; დილაობით სმენას ახარებს შაშვის გალობა, ბეღურების ჟღურტული. ყველაფერმა გაიღვიძა ზამთრის ძილისგან: გაზაფხულია, გაზაფხული!

IV კლასში (დამრიგებელი ციალა ასპანიძე) ჩატარდა კლასის საათი თემაზე „ქართველი პოეტები და გაზაფხული“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა პოეზიის წუთები მიუძღვნეს გაზაფხულს“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203