თბილისის N103 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები ტექნიკის კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დასაჩუქრდნენ
04-05-2021

თბილისის N103 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა, პედაგოგ ირმა ღონღაძესთან ერთად, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში წარმატება მოიპოვეს და ლეპტოპით დასაჩუქრდნენ.

„ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრმა მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგმა, ირმა ღონღაძემ მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში, სადაც კვლავ გავიმარჯვეთ და გადმოგვეცა დამსახურებული პრიზი-ლეპტოპი.

მადლობა პროგრამის ხელმძღვანელებს და ჩვენს მოსწავლეებს. თბილისის N103 საჯარო სკოლა ულოცავს გუნდს გამარჯვებას, უსურვებს წარმატებებს მომავალშიც“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203