ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლემ ჭადრაკის ჩემპიონატში გაიმარჯვა
29-04-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლემ, კონსტანტინე ლორთქიფანიძემ აჭარის ჭადრაკის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატი 10 წლამდე ჭაბუკთა შორის გაიმართა და 2021 წლის 22 აპრილიდან 28 აპრილამდე მიმდინარეობდა.
„დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები ვულოცავთ ამავე სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე კონსტანტინე ლორთქიფანიძეს გამარჯვებას. ვუსურვებთ წინსვლასა და უამრავ წარმატებებს ცხოვრებაში,“ - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს