მარაბდის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
29-04-2021
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში აქტიური სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას და მოსწავლეებში მრავალმხრივი ნიჭის გამოვლენას.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებს შორის კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. გამარჯვებული მოსწავლეები კი პირველი და მეორე ხარისხის სიგელებით დაჯილდოვდნენ. სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და სამომავალოდ დიდ წარმატებებს უსურვებს მათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს