„მეტი ღიმილიანი სახე სკოლაში“ - კვახჭირის საჯარო სკოლაში ფლეშმობი დადგეს
29-04-2021
„მეტი პოზიტივი სკოლაში“ - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში ფლეშმობი დადგეს და გადაიღეს. მასში მე-6 და მე-11 კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან, თინათინ ყუფარაძესა და  თამთა მამრიკიშვილთან ერთად ჩაერთვნენ.

ფლეშმობის მიზანი სკოლაში პოზიტიური და მხიარული ატმოსფეროს შექმნა იყო.

„ორწლიანი პანდემია, ყოელდღიური შიში, დისტანცია, პირბადე, შეზღუდვები - ეს ყოველივე ყოველდღიურ ცხოვრებაში ბადებს ნიჰილისტურ დამოკიდებულებებს, მოზარდებს კი სჭირდებათ მეტი პოზიტივი, მეტი სიახლე და მათი ინტერესების გათვლისწინება.  ამ მიზნით,გადავწყვიტეთ , გადაგვეღო ფლეშმობი გზავნილით  -  „მეტი პოზიტივი, მეტი ღიმილიანი სახე სკოლაში“. წინასწარ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203