ციხიის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გამწვანების აქცია მოეწყო
29-04-2021

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია მოეწყო.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და საკუთარი როლი გარემოს დაცვის საქმეში.  მათ შექმნეს კედლის გაზეთი და პედაგოგებთან ერთად ყვავილებითა და სხვა მცენარეებით გაამწვანეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს  ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203