ყვარლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სააღდგომო გამოფენა მოაწყვეს
29-04-2021
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლის IV- კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელთან, მარიამ იშხანიძესთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული  სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს.

მათ სკოლის ფოიეში გამოფენა მოაწყვეს. მოსწავლეებმა ჯეჯილითა და კვერცხებით კოლაჟები შექმნეს. ასევე, სააღდგომო კალათები, წიწილები და ბაჭიები დაამზადეს.  სკოლის აღსაზრდელებმა პასკები გამოაცხვეს და კვერცხებიც შეღებეს.
 
სკოლაში შემომსვლელ მოსწავლე-მასწავლებლებს მეოთხეკლასელები სიმღერებით ეგებებოდნენ, რამაც  მსმენელებს სააღდგომო განწყობა შეუქმნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203