ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლებმა, ვლადიმ უგლოვმა და ტატიანა უგლოვამ მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრი ჩაატარეს.
შეჯიბრში მოსწავლეები დიდი სიხარულით ჩაერთვნენ და თავიანთი სპორტული მონაცემები წარმოაჩინეს.
გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები