
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, პროექტი - „გადავაქციოთ გარემოს ნარჩენი ენერგიის წყაროდ“ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საინტერესო აქტივობები:
სადამრიგებლო კლასის ფორმატში მე-7 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებისთვის წარმოადგინეს მოხსენებები სახელწოდებით: „კომპოსტის შემოქმედნი“.
მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც საინტრესო ინფორმაცია განათავსეს კომპოსტის დამზადების და სარგებლის შესახებ. ბუკლეტები დაარიგეს ადგილობრივ თემსა და თვითმმართველობაში.
მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა კი მოაწყეს გამოფენა სკოლის დერეფანში სახელწოდებით - „გადავაქციოთ გარემოს ნარჩენი ენერგიის წყაროდ“.
იხილეთ ფოტოები