ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობენ
29-04-2021

eTwinning-ის საერთაშორისო პროექტის, „მედიაწიგნიერება მოსწავლეებისათვის“ (Media Literacy for Students – MLS) ფარგლებში მეორე ტრენინგი გაიმართა, რომელშიც ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.

მოსწავლეებმა კიდევ უფრო მეტი გაიგეს ყალბი ახალი ამბების განსხვავებული სახეების შესახებ. ასევე, მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა პრაქტიკული მაგალითების დახმარებით უკეთ გაეგოთ დეზინფორმაციის გამოვლენის სხვა ასპექტებზე. 

ტრენინგის შემდეგ მოსწავლეებს დაევალებათ  შეასრულონ სხვადასხვა სახის პრაქტიკული დავალება, რომლებიც მთლიანად რეალურ „ქეისებზე“ იქნება დაფუძნებული, რათა მათ უკეთ შეძლონ ტრენინგზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. 

მომდევნო პრაქტიკული ხასიათის ტრენინგი პროექტის მონაწილეებისათვის მომავალ თვეში გაიმართება.

პროექტში ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეების გარდა იორდანიის, თურქეთისა და რუმინეთის 10 სკოლა და 150-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203