
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის წამყვანი მასწავლებლის, დიანა ნათიძის ორგანიზებით ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა.
კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეთა გააქტიურება და მოტივაციის გაზრდა, მათი შესაძლებლობებისა და უნარების წარმოჩენა.
მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთვნენ და პედაგოგმა დასახულ მიზანს მიაღწია.
იხილეთ ფოტოები