ურავლის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული თამაშები მიმდინარეობს
29-04-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავლის საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო თამაშები მიმდინარეობს.
შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტარდება და მასში სკოლის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.
სასკოლო თამაშები მოსწავლეების ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესით დაკავებას უზრუნველყოფს, სკოლას კი საშუალებას აძლევს საუკეთესო სპორტული მონაცემების მქონე აღსაზრდელები აღმოაჩინოს.