„ძველი თბილისი“ -აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს
29-04-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ირინე გორგაძის დახმარებით  განახორციელეს პროექტი თემაზე - ძველი თბილისი.

მოსწავლეებმა თბილისში არსებულ ბაღებზე (ვერის, დედაენის ბაღი, მთაწმინდის, მუშტაიდის, 9 აპრილის, ბოტანიკური, ვაკის პარკი) ისაუბრეს. მიმოიხილეს ძველი თბილისის ზეპირი გაზეთები: სალაყბო -თავისუფლების მოედანი, არისტოკრატია - საფაროვის მაღაზია, ქალაქის ხელოსნები - ბურუა ნალბანდის დუქანი, თბილისის წარჩინებული მანდილოსნები - ორბელიანის უბანი.

სკოლის აღსაზრდელებმა ისაუბრებს პანსიონებსა და გიმნაზიებზე (კეთილშობილთა სასწავლებელი -1804, სასულიერო სემინარია -1877, ქალთა და ვაჟთა პანსიონები, სათავადაზნაურო სკოლა-1879), ასევე, ციხეებზე ( ნარიყალა, პირველი ბორანი-1848) და ა.შ. 

„მოსწავლეები და მშობლები მადლობას უხდიან მასწავლებელ ირინა გორგაძეს ასეთი მუშაობისთვის. აჭყვას საჯარო სკოლა ასევე მადლობას უხდის ქართული ენის მასწავლებელს ირინა გორგაძეს გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203