„სკოლაში კვალიფიციური ექიმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია“ - წეროვნის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ტატიშვილი
29-04-2021
საჯარო სკოლებმა, რომელთაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ჰყავთ, სამედიცინო კაბინეტი 2021 წლის 15 სექტემბრამდე უნდა მოაწყონ, სხვა სკოლებს კი ვადა 2022 წლის 15 სექტემბრამდე აქვთ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლა კი სწორედ მათ რიცხვშია, სადაც სამედიცინო კაბინეტი რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და კვალიფიციური ექიმიც ჰყავს.

„სკოლაში  სამედიცინო კაბინეტი ფუნქციონირებს  და აღჭურვილია სამედიცინო საშუალებებით 2014-2015  სასწავლო წლიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სკოლაში კვალიფიციური ექიმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნავს წეროვნის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ტატიშვილი

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203