ბახვის საჯარო სკოლის საცდელ ნაკვეთზე მოსწავლეებმა ბოსტანი გააშენეს
29-04-2021

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის საცდელ ნაკვეთზე ბოსტანი გაშენდა.

ბახვის საჯარო სკოლასა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება სკოლის საცდელ ნაკვეთზე აგროპროექტის - „რეგიონისთვის არატრადიციული და ზოგიერთი სხვა ბოსტნეული კულტურების მოსაყვანად ამ მიმართულებით მოსწავლე ახალგაზრდობის ინტერესის გაღვივების მიზნით განხორციელების შესახებ“. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ინტერესით ჩაებნენ პროექტში.

„დავრგეთ კომბოსტოს, ყვავილოვანი კომბოსტოს, ბროკოლის ჩითილები, დავთესეთ სტაფილო და ჭარხალი, მოსწავლეების ინიციატივით დავამატეთ გოგრა, ლობიო და წიწაკა, ვგეგმავთ სხვა ადგილობრივი ბოსტნეულის დათესვასაც“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203