ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა ნორვეგიული ზღაპარი დადგეს
29-04-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მოსწავლეებმა ნორვეგიული ზღაპარი - „სამი თხის ამბავი“ გააცოცხლეს. ბავშვებმა სპექტაკლი დადგეს და მაყურებელს სასიამოვნო სანახაობა აჩუქეს.

„სამი თხის ამბავი“ ცნობილი ნორვეგიული ხალხური ისტორიაა, რომელიც ნებისმიერ ბავშვს მოხიბლავს. ტროლს, რომელიც ცხოვრობს ხიდის ქვეშ, სურს მოიტაცოს და ჭამოს ნებისმიერი თხა, რომელიც ცდილობს გადაკვეთოს მისი ხიდი. 

როგორ შეიძლება სამმა თხამ უსაფრთხოდ გადაკვეთოს ხიდი? 

ამისათვის ისინი ჭკვიანები და გამჭრიახები უნდა იყვნენ! ნორვეგიული ზღაპარი პრესქულის პატარებმა გააცოცხლეს, თავადაც ისიამოვნეს სპექტაკლით და სხვა ბავშვებისთვისაც წარმოადგინეს. ნახეთ ჩვენი ყოჩაღების მიერ დადგმული სპექტაკლის ვიდეო!“- წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203