ცხმორისის საჯარო სკოლაში VIII კლასის მოსწავლის - დათუნა ანანიძის პერსონალური გამოფენა მოეწყო
29-04-2021

შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში VIII კლასის მოსწავლის, დათუნა ანანიძის პერსონალური გამოფენა მოეწყო.

„დათუნას ნამუშევრები შესრულებულია ხეზე წვის ტექნიკით. დათუნა ამ ნამუშევრებს ხატავს და შემდეგ წვის ტექნიკით ამუშავებს ხეზე. დათუნა თვით ნასწავლი ხელოვანია, მისი თითოეული ნამუშევარი საინტერესოდ და აზრობრივადაა შესრულებული, რაც მნახველისთვის თვალშისაცემი და დამაფიქრებელია“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203