„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ - ზესტაფონის N5 საჯარო სკოლამ დედამიწის დღე აღნიშნა
29-04-2021

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლამ და დღის ცენტრმა - „ორიონი“, ჟანა ფერაძის ხელმძღვანელობით, სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად დედამიწის დღე აღნიშნა. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს. 

აღსანიშნავია, რომ თითოეული პრეზენტაცია გამორჩეული იყო შემოქმედებითობითა და ორიგინალობით.

გამარჯვებული გახდა მე-10 კლასი (დამრიგებელი ხათუნა ებანოიძე) თემით - „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“. 

დღის ცენტრი - „ორიონი“ ზესტაფონის N5 სკოლის დირექციას მადლობას უხდის. 

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ მე-5 საჯარო სკოლის დირექციას და ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორს თამარ გველესიანს მხარდაჭერისათვის. ასევე, თითოეულ მოსწავლეს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ ღონისძიებაში. ვუსურვოთ თითოეულ მათგანს წარმატება და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება!“,- აღნიშნულია მადლობის წერილში.
იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203