„ეგვიპტური ღვთაებები“ - ნოღის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
29-04-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებელმა, იოსებ გოგიამ  პროექტი „ეგვიპტური ღვთაებები“ განახორციელა.

პროექტის მიზანი მოსწავლეებში ეგვიპტური ცხოვრების წესის, კულტურის, ხელოვნების, ჩაცმისა და კედლის მხატვრობის შესახებ ცოდნის დონის ამაღლება იყო.

მოსწავლებმა ეგვიპტური ღვთაებების: ისიდას, ნეფერტიტის, ანუბისის, ნეიტის, ამონეტის, ოსირისის, ტუტენჰამუნისა და სეთის როლი მოირგეს.   გარდა ამისა, ისინი იყვნენ გიდები, არქეოლოგები, ტურისტები და მუმიები.

სკოლის აღსაზრდელებმა ჩაცმულობაზე, მუსიკასა და ფოტოგრაფიაზე იმუშავეს. მათ მუზეუმში ქცევის წესებზე შექნეს ბეიჯები, მოსაწვევები და კოსტიუმები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203