ნახშირღელის საჯარო სკოლაში „მკითხველთა თეატრი“ გაიმართა
29-04-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის მე-7 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე „მკითხველის თეატრი“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა „მკითხველთა თეატრის“ მეშვეობით რევაზ ინანიშვილის „ტყის შვილები“ წარმოადგინეს, რის შემდგომაც დისკუსია გამართეს. აღნიშნული მეთოდი სკოლის აღსაზრდელებს ემოციურ ზრდასა და პასუხიმგებლობის გრძნობის ამაღლებაში დაეხმარა.
აქტივობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია მელუავა ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „მკითხველის თეატრი“ თამაშის ბევრ ელემენტს მოიცავს და მოსწავლეთა საყვარელი მეთოდია. იგი ავითარებს: გამართული კითხვის უნარ-ჩვევებს, მოსმენისა და მეტყველების უნარ-ჩვევებს. აგრეთვე, მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას უნერგავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს