ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო ოლიმპიადაში გაიმარჯვეს
29-04-2021
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგული სიების საუკეთესო ათეულში მოხვდნენ.

მათ ოლიმპიადის მესამე ტურში შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% დააგროვეს.

საუკეთესო ათეულში მოხვდნენ:

მათემატიკა

1. მათე ჟორჟოლიანი - მე-11კლასი
2. გრიგოლ ცირეკიძე - მე-11კლასი

ფიზიკა

1. გრიგოლ ცირეკიძე - მე-11კლასი
2. დუტა ქართველიშვილი - მე-11 კლასი

ისტორია

1. ირაკლი მორჩაძე - მე-9კლასი

გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს. გარდა ამისა, ისინი გახდებიან იმ  გუნდების წევრები, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებენ მონაწილეობას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203