„ვისწავლოთ სიკეთის კეთება“ - ობუჯის თემის N1 სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო პროექტი განახორციელეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა პროექტი „ვისწავლოთ სიკეთის კეთება“ განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, შემოსული თანხა კი სოფელში მცხოვრებ ორ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.
„დაე, ყველამ შევძლოთ სიკეთის კეთება და სხვისი გახარება. მადლობა მონაწილე მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს,“ - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროექტს მასწავლებელი, მარინე ადონია ხელმძღვანებლობდა.
იხილეთ ფოტოები