„რა იქნებოდა რომ...“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს 
29-04-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასში მასწავლებლის, თამარ გრიგოლიას ხელმძღვანელობით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაკვეთილი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების „რა იქნებოდა რომ...“ პრეზენტაცია წარმოადგინეს.

პრეზენტაციის თემა ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსის“ მიხედვით, ადამიანის ცხოვრების გზა იყო.  გაკვეთილის სამიზნე ცნებებად ჟანრი, კონტექსტი და კომპოზიცია/შინაარსობრივი მხარე განისაზღვრა.

მოსწავლეებს მიეცათ დავალება, რომ  მოერგოთ ავტორის როლი და წერილობით გადმოეცათ ,თუ როგორ შეიცვლებოდა ნაწარმოების სიუჟეტი, თუ კი ერთ-ერთი პერსონაჟი (მაგალითად იანგული) სხვაგვარად მოიქცეოდა. მაგალითად, თუკი გემიდან შეუჩნევლად ჩამოსვლასა და საქართველოში დარჩენას მოახერხებდა. 

26 მოსწავლიდან ნაშრომი 20-მა მოსწავლემ წარმოადგინა. მათმა უმეტესობამ ნოდარ დუმბაძის გმირს, სიცოცლე დაუბრუნა და საქართველოში ბედნიერად ცხოვრების საშუალება მისცა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203