„ტყე შეუნახე შვილებსა“ - მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
29-04-2021
წყალტუბოს მუნიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით პროექტი „ტყე შეუნახე შვილებსა“ განახორციელეს.
ღონისძიებაზე სკოლის აღსაზრდელებმა დედამიწის, ფლორის, ფაუნის და, ზოგადად, ეკოლოგიის პრობლემებზე ისაუბრეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება ტყის მნიშვნელობასა და ტყის ჩეხვით გამოწვეულ ზიანზე გაამახვილეს. მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება მოვახერხოთ, რომ არც ბუნება დავაზარალოთ და არც ჩვენ დავზარალდეთ.
ღონისძიების ბოლოს ვიდეოფილმის „რა ზიანს აყენებს ადამიანი გარემოს“ ჩვენება მოეწყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს