
თბილისის N115 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვეს. ოლიმპიადის მესამე ტურში გამარჯვებული მოსწავლეები არიან: ნატა ლობჟანიძე - ფრანგული ენა; ქეთევან რიგვავა - ფრანგული ენა; საბა ხარანაული- ფრანგლი ენა და მარიამ ჯელაძე - ბიოლოგია.
მოსწავლეები ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობენ ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადაში. ამჯერად, სკოლის დირექცია მადლობას უხდის ბიოლოგიის მასწავლებელ დარეჯან რუხაძესა და ფრანგულის მასწავლებელ ქეთევან მიქაუტაძეს გაწეული შრომისთვის.