მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით პრეზენტაციები მოამზადეს
29-04-2021
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით პრეზენტაციები მოამზადეს და წარმოადგინეს.
მათ თემატური პლაკატები და ნახატები შექმნეს.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს