ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტში - „მე მიყვარს ხატვა“ წარმატება მოიპოვეს
29-04-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელვაჩაურის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის პროექტში „მე მიყვარს ხატვა“ მონაწილეობდნენ.

პროექტის მიზანი დამწყები მხატვრების ხელშეწყობა იყო.

„ნახატი უნდა შესრულებულიყო ფანქრით, თავისუფალ თემაზე და წარდგენილიყო შემსრულებელთან ერთად. დაჯილდოვდნენ: მე-9 კლასის მოსწავლე თათია კომახიძე, მეორე კლასის მოსწავლე რატი ყურშუბაძე, სანდრო ყურშუბაძე და მეხუთე კლასის მოსწავლე ანა ყურშუბაძე. მათ ხელმძღვანელობა გაუწია პედაგოგმა მზია ყურშუბაძემ. სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მათ ამ წარმატებას“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203