
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIა კლასში კომპლექსური დავალების „სკოლის სკვერის კეთილმოწყობა“ - დასკვნითი ეტაპის ნაშრომების პრეზენტაცია გაიმართა. დავალება ყველა მოსწავლემ შეასრულა. მათი მათემატიკის მასწავლებელი თამილა ჭოლაძეა, დამრიგებელი კი - ნათელა ჭოლოკავა.
„მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები, რომლებშიც დაცული იყო დავალების მოთხოვნები: სკვერს ჰქონდა სიმეტრიის ღერძი/ღერძები, სიმბოლური აღნიშვნებისთვის გამოიყენეს გეომეტრიული ფიგურები, პრეზენტაციებში აფიქსირებდნენ მათი სიმეტრიის ღერძების რაოდენობას, მოსწავლეებმა შეძლეს ნასწავლი მასალის დაკავშირება პრობლემის გადასაწყვეტად და შეძლეს იდეის განზოგადება“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები