„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ - პირველი სვირის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ ჩაატარეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ქართულ ენასთან დაკავშირებული ლექსები და ამონარიდები წაიკითხეს.
მოსწავლეებმა სიმღერებიც შეასრულეს და დამსწრე საზოგადოებას გამორჩეულად ლამაზი დღე აჩუქეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასების დამრიგებლები: მაკა კობახიძე, ნანა კაპანაძე და ნანა მაღლაკელიძე.
იხილეთ ფოტოები