„როგორ დავძლიოთ სტერეოტიპები“ - ბოხვაურის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა
29-04-2021
გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის უფროსმა მასწავლებელმა, ზაირა ბერიძემ მე-9 კლასის მოსწავლეებს სამოქალაქო განათლებაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაუტარა თემაზე - „როგორ დავძლიოთ სტერეოტიპები“.
საგაკვეთილო პროცესს ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდამჭერი ჯგუფი ესწრებოდა.
შიდა დაკვირვების გაკვეთილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.