კარბის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კვირეული გაიმართა
29-04-2021
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებელთან, მარინე ტუსიაშვილთან ერთად დედამიწის დღე აღნიშნეს. კვირეული არაერთი საინტერესო აქტივობით იყო დატვირთული.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და იმსჯელეს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ეკოლოგიური კატასტროფები და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება. სკოლის აღსაზრდელებმა შექმნეს პოსტერები და გამოუშვეს გაზეთები: „დედამიწა ავადაა“ და „დედამიწა ჩვენი სახლია“.

სკოლის ეზოში სიმბოლური აქცია გაიმართა მოწოდებით - „გადავრჩინოთ ჩვენი პლანეტა!“. მოსწავლეებმა მაღლა აწეული ხელებით დედამიწის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. მათ დაასუფთავეს სკოლის გარემო, დარგეს ყვავილები, მოაწყვეს ყვავილნარი და აქტიურად ჩაერთვნენ გამწვანების აქციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203