„კომპიუტერი და ტელეფონი“ - „ფიზიკა და მედიცინა“ - ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში შემეცნებითი აქტივობა გაიმართა
29-04-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები წარმატებით ხორციელდება.
პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრება ბედნიერების საწინდარია“ ფარგლებში ფიზიკის მასწავლებლის, ნანა გიორგობიანის ხელმძღვანელობით განხორციელდა აქტივობა - „კომპიუტერი და ტელეფონი“ - „ფიზიკა და მედიცინა“.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას პრეზენტაციები წარუდგინეს და ტელეფონის და კომპიუტერის გამოყენებაზე დეტალურად ისაუბრეს, ასევე, ხაზი გაუსვეს ფიზიკის როლს მედიცინის განვითარებაში, ისაუბრეს რენტგენისა და პროტონული თერაპიის შესახებაც.