ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ჯადოსნური ანბანი“ შექმნეს
29-04-2021
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის, ლელა ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, სამშობლოს თემაზე კომპლექსური დავალებები შეასრულეს.

მოსწავლეებმა ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და პირადი გამოცდილების საფუძველზე ახალი იდეების გენერირება შეძლეს. ქართულ ანბანზე დაყრდნობით სკოლის აღსაზრდელებმა „ჯადოსნური ანბანი“ შექმნეს.

თავიანთი ჩანაფიქრის განსახორციელებლად მათ სხვადასხვა ზღაპრის გმირით ასოები გამოსახეს და ამ ფორმით გამოხატეს მშობლიური ენის სიყვარული და პატივისცემა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203