„დედამიწა გაზაფხულის ფერებით“ - ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა
28-04-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.

„დედამიწის დღესთან დაკავშირებით ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ჟუჟუნა თავართქილაძის და კლუბ „იმედის“ წევრების ინიციატივით ჩატარდა საინტერესო აქტივობები თემაზე - „დედამიწა გაზაფხულის ფერებით“. გამოცხადდა სლოგანების და ნახატების კონკურსი, გამწვანების აქცია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203