ქედლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პალეონტოლოგის როლი მოირგეს
28-04-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის ქედლების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ საინტერესო და შემოქმედებითი გაკვეთილებით გაზარდონ მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი სწავლის მიმართ. სწორედ ამ მიზნით ჩატარდა საინტერესო გაკვეთიილი მეხუთე კლასში, სადაც მოსწავლეებმა პალეონტოლოგის როლი მოირგეს.
„კეთებით სწავლა ეფექტური სტრატეგიაა იმისათვის,რომ მოსწავლემ განიმტკიცოს ახალი მასალა. მე-5 კლასის მოსწავლეემა მოირგეს როლი. პატარა „პალეონტოლოგებმა“ აწარმოეს ნამარხი ფორმების აღმოჩენა, (წინ დღით ერთჯერად ჭიქებშიჩამარხეს სხეულები ცემენტში). მავთულისგან შექმნეს დინოზავრის მოდელი, ფერადი ქაღალდებით დაამზადეს დედამიწის აგებულების მოდელი, ხალისით აკეთებდენ ამ ყველაფერს, რამაც მათზეც და ჩემზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
მადლობა ჩემს მე-5 კლასს“, - აღნიშნავს პედაგოგი მზია ჯორბენაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს