ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურენოვან ქვეყნებში აღდგომის აღნიშვნის ტრადიციებზე ისაუბრეს
28-04-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურენოვან ქვეყნებში აღდგომის აღნიშვნის ტრადიციასა და რიტუალებზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა მოიძიეს შესაბამისი ინფორმაცია და შექმნეს თემატური პოსტერი - happy Easter - გილოცავთ აღდგომას.
ამ კომპლექსური დავალების ფარგლებში მოსწავლეები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ინგლისისა და საქართველოს კულტურული თვითმყოფადობის თანაკვეთაზე დაფიქრდნენ.
კომპლექსურ დავალებას ინგლისური ენის მასწავლებელი, ეკატერინე კვანტალიანი უძღვებოდა.