ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ინგლისურენოვანი პრეზენტაცია მიუძღვნეს
28-04-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები დედამიწის დღესთან დაკავშირებულ საინტერესო აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

მათ შემეცნებითი პრეზენტაცია წარმოადგინეს და თანასკოლელებს მსოფლიოს მნიშვნელოვანი ამბები ინგლისურ ენაზე გააცნეს. 

„მეხუთეკლასელებმა ნათია და იმედა მასწევლებლები ძლიერ გაახარეს. მათ ხანგრძლივი ტაში და ექსკურსიაც დაიმსახურეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203