„ღვთისაგან რჩეულ ერს ენაც რჩეული და სასიამოვნოდ ჟღერადი გვაქვს“ - გელაურის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა
28-04-2021
ხულოს მუნიციპალიტეტტის სოფელ გელაურის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

„ღვთისაგან რჩეულ ერს ენაც რჩეული და სასიამოვნოდ ჟღერადი გვაქვს“ - გელაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გაიხსენეს, რა მოვლენებს უკავშირდებოდა დედაენის დღის დაარსება და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს დღე ქართველი ხალხისთვის და ქვეყნისთვის. ასევე წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ქართული ენის დღესთან დაკავშირებით.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ მოსწავლეების აქტივობა ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203