ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიოსა და საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ პრეზენტაცია გამართეს
28-04-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის უფროსი მასწავლებლის, ვარტანუშ სეირანიანის ხელმძღვანელობით XI და XII კლასის მოსწავლეებმა მსოფლიოსა და საქართველოს ღირსშესანიშნაობების თემაზე პრეზენტაცია გამართეს.
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ღირსშესანიშნაობების სურათებით გააფორმეს.
სკოლის აღსაზრდელებმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებაც ისაუბრეს.