თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს
28-04-2021
თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ სანთლები დაუნთეს.

სკოლის აღსაზრდელებმა  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოძიებული ისტორიული მასალები წარმოადგინეს, ეროვნულ გმირებზე ლექსები წაიკითხეს და პატრიოტული სიმღერებიც შეასრულეს.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში სისხლიანი მოვლენები განვითარდა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში. შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203