ბოსტანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს გამოფენა მიუძღვნეს
28-04-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე საკუთარი ნამუშევრებით გამოფენით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა დედამიწის თემატიკაზე ლამაზი ნახატები შექმნეს და შემოქმედებითი უნარ-ჩვევები გამოავლინეს.
„პარალელურად ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებსა და სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს