საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ კალიგრაფიის კონკურსში გაიმარჯვა
28-04-2021
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინო კუსიანმა ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გმართულ კალიგრაფიის კონკურსში - „ქართული ხელნაწერი“ გაიმარჯვა.
ღონისძიება მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მასში საჩხერის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პირველ ეტაპზე შემოსული ნაშრომებიდან 10 საუკეთესო კონკურსანტი გამოვლინდა:
1. ირაკლი ცუხიშვილი; 2. გიორგი თურმანიძე; 3. ნინო კუსიანი; 4. თამარ ქურდაძე; 5. თინათინ კირვალიძე; 6. მარი შაორშაძე; 7. გიორგი აბესაძე; 8. ანა ჩხიტუნიძე; 9. მარიამ გიორგაძე; 10. ელენე ფალავანდიშვილი.
საპრიზო ადგილების მოსაპოვებლად კონკურსის დასკვნითი ნაწილი სოფელ არგვეთში, პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მათ დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
„საჩხერის პირველი საჯარო სკოლა მადლობას უხდის მერიის კულტურის სამსახურს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით კალიგრაფიის კონკურსის გამართვისათვის და ულოცავს პირველი ადგილის დაკავებას სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს, ნინო კუსიანს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს