რიყეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მარი კოჩალიძემ ჭადრაკის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა
28-04-2021
მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარი კოჩალიძემ ჭადრაკში გამართულ ხულოს მუნიციპალიტეტის პირველობაში მე-2 ადგილი დაიაკავა.

მარიამი წარმატებული შედეგისთვის სიგელითა და მედლით დაჯილდოვდა.

„მადლობა ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს, მარი კოჩალიძეს შემართებისთვის, ენთუზიაზმისა და წარმატებული შედეგისთვის, რაც სტარტია იმ გამარჯვებების, რომელიც მომავალში მაშტაბურ სახეს მიიღებს!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203