
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია გია გოგუაძის სახელობის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ბოხვაურის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, რეგულაციების დაცვით, ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდამჭერი ჯგუფის წინაშე, 2021 წლის 19 აპრილს, გია გოგუაძის სახელობის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ბოხვაურის საჯარო სკოლის უფროსმა მასწავლებელმა, ელისაბედ გოგიბერიძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მე-7 კლასში ჩაატარა შიდა დაკვირვების გაკვეთილი თემაზე - „საყვარელი ადგილები“, გალაკტიონ ტაბიძის ლექსის „წამყე ბეთანიისაკენ“ - მიხედვით.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის შემეცნებითი იყო და ძალზე საინტერესოდ წარიმართა.