საჩხერის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე ღონისძიებებით აღინიშნა
28-04-2021
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა. ღონისძიებებში IV-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობასა და მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე. მათ წაიკთხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
„ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ და წარმატება ვუსურვოთ ყველა მონაწილეს, მათ მასწავლებლებსა და მშობლებს.
კირიონ მეორემ ასე უქადაგა ქართველებს მშობლიური ენის შესახებ: „დედა ენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი; დანგრევა მისი ადვილია, ხოლო აღდგენა ფრიად ძნელი. მხოლოდ იმ ერს აქვს უფლება ისტორიულ ასპარეზზედ ცხოვრებისა და მოქმედებისა, რომელიც მუდამ იცავს თავის ენას, ზნეს და ჩვევას”.
ქართველებისთვის წელიწადში ყველა დღე 14 აპრილია. ეს დღე ჩვენშია და ჩვენ მასში ვართ. ეს დღე გვაერთიანებს. ამ დღეს უნდა ვიცავდეთ ყოველთვის - დროსა და ვითარებას მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ მაშინ დავიცავთ საქართველოს და საკუთარ თავსაც,“ - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს