თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნენ
28-04-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია თბილისის N133 საჯარო სკოლაც, სადაც სწავლა აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს.

ახლახან, თბილისის N133 საჯარო სკოლაში საინტეერესო აქტივობა ჩატარდა. IV „ბ“ კლასის მოსწავლეები, უსაყვარლეს მზია მასწავლებელთან ერთად, საქართველოს ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნენ.

„მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშავეს, შექმნეს პრეზენტაციები და მაგთის ოთახში წარადგინეს. ღონისძიებაში ამავე კლასის მოსწავლე ვახო ჭურაძე „თიმსის“ დახმარებით ჩაერთო და მის სოფელთან მდებარე ნავენახარის მღვიმეზე გვესაუბრა. გვახარებს მოსწავლეთა უსაზღვრო სიყვარული და მზრუნველობა, რომელსაც ისინი სამშობლოსადმი ავლენენ. აწმყო, შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა - ამბობს ჩვენთვის და ჩვენი მოსწავლეებისთვის საყვარელი მწერალი და გვჯერა, რომ ამ თაობას გააზრებული აქვს - წარსულისა და აწმყოს კავშირი უკეთესი მომავლის გარანტია. კულტურული მემკვიდრეობა ის ფასეულობაა, რომელიც წარსულთან გვაკავშირებს, აწმყოსთვის მყარ საყრდენს გვაძლევს და მომავლისკენ გზას გვიკვალავს“, - აღნიშნულია თბილისის N133 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203