
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია კერძო სკოლა „მერმისი“, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის კედლებში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირებიც დაწყებითი კლასების მოსწავლეები იყვნენ - ბავშვებმა საკუთრი ხელით შექმნეს სააღდგომო აქსესუარები, მოხატეს ისინი, Etaloni.ge კი მათ ნამუშევრებს ფართო საზოგადოებას გააცნობს.
ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კერძო სკოლა „მერმისის“ ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეები ჩართულები არიან არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ სხვადასხვა აქტივობაშიც.
იხილეთ ვიდეო