„დიორამების გალერეა“ - ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
28-04-2021

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს. განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით აღინიშნა ეს დღე დაწყებით კლასებში. IIIკლასის მოსწავლეებმა, მშობლებთან ერთად, საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს.

„როგორც ცნობილია, სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისათვის. იგი ზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობელსა და მასწავლებელს შორის. ბავშვების უმრავლესობა მაშინ უფრო თავდაჯერებულია, როცა მშობელი გვერდში უდგას.

მშობელი ერთ-ერთი რესურსია, რომელიც მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. სწორედ ამიტომ სასწავლო აქტივობა „დიორამის“ განხორციელება დავისახე მიზნად. დიორამის შექმნა დედაენის დღეს დავამთხვიე. შესაბამისად, შევარჩიეთ იაკობ გოგებაშვილის მცირე ზომის ტექსტები. მოსწავლეებს მივეცი ნათელი ინსტრუქციები მათი მომზადების შესახებ.

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ყველა მშობელი ბავშვებთან ერთად აქტიურად ჩაერთო დიორამის მომზადებაში. მადლობა მათ ასეთი აქტიურობისათვის.                                                    

ჩვენ რა შეგვიძლია მესამე კლასის მოსწავლეებს? სწორედ ტექსტების ამგვარი გაცოცხლებით, სიტყვებზე დაკვირვებით, ჩვენ ვზრუნავთ მშობლიურ ენაზე და მადლიერებას გამოვხატავთ იაკობ გოგებაშვილის მიმართ. შექმნილი დიორამების პრეზენტაცია მოვახდინეთ 14 აპრილს საკლასო ოთახში სახელწოდებით -„დიორამების გალერეა“. გილოცავთ  „დედა ენის“ დღეს!“- წერს მე-3-ბ კლასის ხელმძღვანელი მედეა მერაბიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203