ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა-კოლეჯმა „პროგრესმა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს, აზიისა და წყნარი ოკეანეების ქვეყნების მეორე მდივანს უმასპინძლა
28-04-2021

ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ახლახან, ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა-კოლეჯმა „პროგრესმა“ მედეა თამაზაშვილს უმასპინძლა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დიპლომატიის შესახებ.

მედეა თამაზაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს, აზიისა და წყნარი ოკეანეების ქვეყნების მეორე მდივანია, მან მოსწავლეებს გააცნო დიპლომატების ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები, ქვეყნებს შორის ურთიერთობის საკითხები და ის გამოწვევები, რაც დგას ამ პროფესიის უკან.

სკოლა „პროგრესი“ მუდამ ჩართულია მოსწავლეების პროფორიენტაციის პროცესში და ხელს უწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203