ჭრებალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ახალი სიცოცხლე შესძინეს
28-04-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები პროექტში - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენები გააცოცხლეს და შექმნეს ეკოგმირი საათი სახელად „წიკწიკელა“. მათ საათს მეგობრებიც შესძინეს: ზღარბი „ბუზღუნა“, ჭიამაია „წამწამა“ და პეპელა „პეპე“. ეკოგმირის მიზანია დაეხმაროს დედამიწას, შეაგროვოს საყოფაცხოვრებო ნარჩენები და მათ ახალი სიცოცხლე მიანიჭოს.
აქტივობაში მონაწილეობდნენ VIII კლასის მოსწავლეები: ზაურ ლეკიშვილი, ნიკოლოზ სანთელაძე, მარიამ კიბაბიძე,მარიამ სანთელაძე; VII კლასის მოსწავლეები :ვერა ქურციკიძე, მარიამ კიბაბიძე.VI კლასიდან: ბიძინა ჯინჭარაძე. Vკლასიდან: ნიკოლოზ სოფრომაძე, მარიამ ცხვირავაშვილი, ქრისტინე ჯანელიძე, თენგო კიბაბიძე,მარიამ სანთელაძე. IV კლასიდან: ანა სოფრომაძე, ბარბარე გორდეზიანი, თამარ ჭიღვარია, ლიზი სვანიძე,ლუკა სანთელაძე,რეზი ჯიშკარიანი,ლუკა კიბაბიძე, გიორგი ჩაკვეტაძე. I კლასიდან: ანდრია სოფრომაძე.
პროექტს მასწავლებლები: მარინა მწყერაშვილი, ხათუნა ვაწაძე, ირინა სილაგაძე და გრიგოლ კიბაბიძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილე ფოტოები და ვიდეო